• ქარ
  • ENG
  • მთავარი
  • მონასტრის შესახებ
    • ისტორია
    • სიწმინდეები
    • წეს-განგება
    • მეტოქიონი
    • ფოტო გალერეა
  • საგანძური
  • საქმიანობა
    • მეურნეობა და პროდუქცია
    • ხელსაქმე
    • საგალობლები
  • პროექტები
  • კონტაქტი
website.website_title
logo
website.website_title
test
  • მთავარი
  • სიწმინდეები
  • ახალი შუამთის მაცხოვრის ხატი

ახალი შუამთის მაცხოვრის ხატი

2014 წელს აბ­ბა ალა­ვერ­დე­ლ მიტ­რო­პო­ლი­ტ და­ვი­თის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით დაი­წე­რა და შეიმ­კო შუამ­თის მაც­ხოვ­რის ხა­ტი, რომ­ლის დე­და­ნიც ასე­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზეუმ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. ხა­ტის შე­მამ­კო­ბე­ლია ქარ­თვე­ლი ქველ­მოქ­მე­დი დი­მი­ტ­რი აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი. შუამ­თის მაც­ხოვ­რის ხა­ტი, ისე რო­გორც შუამ­თის ხა­ხუ­ლის ღვთის­მშობლის ხა­ტი ჯერ დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო დე­დან­თან ხელოვ­­ნე­ბის მუ­ზეუმ­ში, შემ­დეგ კი, ქრის­ტე­შო­ბის წი­ნა­დღე­სას­წაულ­ზე, სა­ზეი­მოდ მობ­რძან­და მო­ნას­ტერ­ში. ეს არის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტრა­დი­ცია სიწ­მინ­დეე­ბის გამ­რავ­ლე­ბი­სა. ორი­ვე ხა­ტის ზურ­გზე ჭე­დუ­რო­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ახა­ლი საქ­ტი­ტო­რო წარ­წე­რე­ბი.

მაც­ხოვ­რის ხა­ტიც ზედ­მი­წევ­ნით იმეო­რებს დე­დანს და მის ზურ­გში, რო­გორც დე­და­ნი ხა­ტის ზურ­გში, 58 წმინ­და ნა­წი­ლია ჩაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. ძველ ხატ­ში ჩაბ­რძა­ნე­ბუ­ლი წმინ­და ნა­წი­ლე­ბის კუთ­ვნი­ლე­ბა არ არის ცნო­ბი­ლი. შუამ­თის მაც­ხოვ­რის ახალ ხატ­ში ჩაბ­რძა­ნე­ბუ­ლი წმინ­და ნა­წი­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს კი ასე­ვე ინა­ხავს მო­ნას­ტრის დღე­ვან­დე­ლი მა­ტია­ნე:

წმინ­და დი­მიტ­რი თე­სა­ლო­ნი­კე­ლი / წმინ­და ბარ­ბა­რე / წმინ­და დიდ­მო­წა­მე გიორ­გი / წმინ­და სა­ბა გან­წმენ­დი­ლის ლავ­რის მო­წა­მეე­ბი / წმინ­და გრი­გოლ ღვთის­მეტ­ყვე­ლი / წმინ­და გრი­გოლ პა­ლა­მა / წმინ­და დიდ­მო­წა­მე ეკა­ტე­რი­ნე / წმინ­და ნექ­ტა­რიოს პენ­ტა­პო­ლე­ლის ომო­ფო­რის / ჯვრის ნა­წი­ლი / წმინ­და რაჟ­დენ პირ­ველ­მო­წა­მ / ღირსი იო­სებ ისი­ხას­ტი (ათო­ნე­ლი) /წმინ­და ტრი­ფო­ნი / წმინ­და ლა­ზა­რე (ოთ­ხდღე მკვდა­რი) / წმინ­და ახალ­მო­წა­მე რა­ფაე­ლი / წმინ­და მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლი / წმინ­და პან­ტე­ლეი­მონ მკურ­ნა­ლი / წმინ­და გიორ­გი ქარ­სლი­დი / წმინ­და ლუ­კა (ვოი­ნო-ია­სე­ნიც­კი) / წმინ­და პა­რას­კე­ვა / წმინ­და მა­რიამ მაგ­და­ლი­ნე­ლი / წმინ­და თეო­დო­რე ტი­რო­ნი / წმინ­და გაბ­რიელ სა­ლო­სის კუ­ბოს ნა­წი­ლი / წმინ­და გიორ­გი ქო­ზი­ბე­ლი / წმინ­და ევ­პრაქ­სია / წმინ­და ღირ­სმო­წა­მე ეგ­ნა­ტე ათო­ნე­ლი / წმინ­და მარ­კოზ მა­ხა­რე­ბე­ლი / წმინ­და ფი­ლა­რეტ მოს­კო­ვე­ლი / წმინ­და პეტ­რე ათო­ნე­ლი / წმინ­და მო­წა­მე ერ­მო­გე­ნი და დე­და აღა­თო­ნი­კი / წმინ­და მარ­კია­ნე (ბი­ზან­ტიის იმ­პე­რა­ტო­რი) / წმინ­და სე­რა­ფი­მე სა­რო­ვე­ლი / წმინ­და იოა­ნე ნათ­ლის­მცე­მე­ლი / წმინ­და ან­ტო­ნი დი­დი / წმინ­და ეფ­რემ ასუ­რი / წმინ­და ბა­სი­ლი დი­დი / მარ­თა­ლი იო­სებ დამ­წინ­დვე­ლი / წმინ­და ეგ­ნა­ტე (ბრიან­ჩა­ნი­ნო­ვი) / კაც­ხის სვეტ­ზე მოღ­ვა­წე უც­ნო­ბი ბე­რი / წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი ფი­ლი­პე / წმინ­და ლუ­კა მა­ხა­რე­ბე­ლი / წმინ­და სტე­ფა­ნე პირ­ველ­დია­კო­ნი / წმინ­და სპი­რი­დონ ტრი­მი­ფუნ­ტე­ლი / წმინ­და მო­დეს­ტი იე­რუ­სა­ლი­მე­ლი / ღირ­სი სტი­ლია­ნო­ს პაფ­ლა­გო­ნე­ლი / წმინ­და ზო­სი­მე პა­ლეს­ტი­ნე­ლი / ღირ­სი მა­რიამ ეგ­ვიპ­ტე­ლი / წმინ­და ღირ­სმო­წა­მე თებ­რო­ნია / წმინ­და ოლიმ­პია­და დია­კო­ნი­სა / ღირ­სი პა­ტა­პი / წმინ­და სერ­გი / წმინ­და მღვდელ­მო­წა­მე ან­ტი­პა / წმინ­და დე­დო­ფა­ლი იპო­მო­ნი / წმინ­და მო­წა­მე ინო­კენ­ტი / წმინ­და მღვდელ­მო­წა­მე ვა­ლენ­ტი­ნ რო­მაე­ლი / წმინ­და მო­წა­მე კა­ლე­ნი­კე / წმინ­და მო­წა­მე მატ­რო­ნა / წმინ­და ღირ­სმო­წა­მე ეფ­რემ ახა­ლი / წმინ­და ევ­ტრო­პი / წმინ­და მო­წა­მე ერ­მო­ლაო­სი / წმინ­და თა­მარ აღ­მსა­რე­ბე­ლი (მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი)

 

პატ­რო­ნი ხა­ტე­ბის გარ­და, მონასტრის განახლე­ბის შემდეგ, დაი­წე­რა დი­დი საუფ­ლო დღესასწა­უ­­ლების და წმინ­დან­თა ხა­ტე­ბი, რა­შიც მო­ნაწი­­ლეო­ბას იღებ­და მრა­ვა­ლი ღვთის­მოყ­ვა­რე ადა­მია­ნი. ყო­ვე­ლი ხა­ტის შექ­მნას თა­ვი­სი ისტორია აქვს, რაც დაწ­ვრი­ლე­ბით არის აღ­წე­რი­ლი მო­ნას­ტრის ახალ მა­ტია­ნე­ში.

logo

ხახულის ღვთისმშობლის ახალი შუამთის მონასტერი

  • მთავარი
  • ისტორია
  • კონტაქტი
  • shuamta.convent@gmail.com
  • www.shuamta.ge
ყველა უფლება დაცულია @ 2019
  • შექმნილია იდია დიზაინ ჯგუფში